
ერთერთი პირი სავარაუდოდ, სამი თავდამსხმელიდან, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს ოტავაში, კანადის პარლამენტის შენობაში, ლიკვიდირებულია.
ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ პარლამენტის შენობაში, მინიმუმ, ოცი გასროლა გაისმა. თავდამსხმელებმა ცეცხლკი გაუხსნეს პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალის საპატიო ყარაულს, რომელიც მძიმედ დაიჭრა. ცალკეული წყაროები იტყობინებიან, რომ დაჭრილი ჯარისკაცი მოგვიანებით გარდაიცვალა.
ამასთან, ორმა პირმა ავტომანქანა გაიტაცა და ორი ჯარისკაცი გაიტანა, დევნის დროს პოლიციამ ერთი თავდამსხმელის ლიკვიდირება განახორციელა. კანადის მთავრობა მომხდარი უკვე შეაფასა, როგორც ტერაქტი. პარლამენტის თავმჯდომარემ შენობა უსაფრთხოდ დატოვა, არ დაზარალებულან არც დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები. კანადაში აშშ-ის საელჩო დაიკეტა.