
პოპულარულმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა ამანდა ჰოლდენმა „ტვიტერში“ პირად მიკრობლოგში პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „გამოიცანით ვინ მყავდა დღეს ინტერვიუზე?“.
ფოტოზე შოუს წამყვანი ქრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელსა და ვიქტორია ბექჰემის კაბაშია გამოწყობილი.
კაბა 1695 ევრო ღირს და მის უკანა მხარეზე, თითქმის მთელ სიგრძეზე მიკერებული ელვაშესაკრავი ისეა შეხსნილი, რომ ამანდას კამერებისკენ შეტრიალებულ შიშველ უკანალს ვერ ფარავს.
ფოტომ უამრავი მოწონება დაიმსახურა, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებს წამყვანის კითხვის ამოცნობაზე დიდხანს არ უწვალიათ, რადგან ამანდა ჰოლდენმა მალე მორიგი ფოტო ატვირთა, საიდანაც გაირკვა, რომ გადაცემის სტუმრები სკანდალური ლედი გაგა და ტონი ბენეტი იყვნენ.