
"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სასწრაფო ინფორმაციის სახით "ფეისბუქზე" წერს, რომ ზაზა დავითაიას ამჯერად თსუ-ს პირველ კორპუსთან დაესხნენ თავს და სცემეს.
"ძვირფასო მეგობრებო, ,,თავისუფალი ზონის" მიერ ,,ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების ზოზინმა, სასამართლოს მიერ ზონდერების გირაოთი გათავისუფლებამ და ქართული მედიის სირაქლემას პოზამ შედეგი გამოიღო
- ზაზა დავითაიას დღეს, რამდენიმე წუთის წინ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კვლავ დაესხნენ თავს და უკვე მეორედ გაუსწორდნენ ფიზიკურად! გადაყვანილია რკინიგზის საავადმყოფოში!", - წერს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი.