
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის კავშირებზე საკუთარ მოსაზრებებს "ფეისბუქზე" გამოთქვამს.
"ალასანია სახეს კარგავს!
დავუშვათ, ირაკლი ალასანია აპირებს ცალკე პოლიტიკურ თამაშს. პირველ რიგში ვისი იმედი უნდა ჰქონდეს მას? არა იმათი, რომელიც მას ჰგონია.
რას ნიშნავდა ამ წელიწადნახევრის წინ თავდაცვის მინისტრის აშკარად დისონანსური მონაწილეობა გელათში "მეფის" ნათლობაზე? ან რას უნდა ნიშნავდეს ახლახან მისი ასევე კონტექსტიდან ამოვარდნილი, დემონსტრატიული სტუმრობა ლევან ვასაძესთან ( სკოლაში)?
ცდება!
არჩევნების ბედს გადაწყვეტს არა მრევლი, არამედ ელექტორატი.
ეს უკვე განვლილი ეტაპია!", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე".