-
2014-10-22 04:00
ნიკა რურუა "ფეისბუქში" "რუსთავი-2"-ის ეთერში გასულ "არჩევანს" ეხმიანება, სადაც ბაჩო ახალაიას მეუღლე და პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის საპირისპირო მოსაზრებებს ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები გამოთქვამდნენ.
"ადამიანი ისეთივეა დაახლოვებით, როგორიც 2000 წლის წინ. განათლების გარეშე კი უცებ ისეთი ხდება, როგორიც 50.000 წლის წინ იყო.
ცივილიზაცია ძალიან მყიფე რამეა, რომელიც გაფრთხილების, (ანუ განვითარების და დაცვის) გარეშე იოლად ქრება.
ამის მაგალითებია: რომის განადგურება ბარბაროსების მიერ, "ბნელეთის დროება" შუაგულ ევროპაში, ჰიტლერის ფაშიზმი გერმანიაში, ბოლშევიკური საბჭოეთი, პუტინისეული რუსეთი და ა.შ.
P.S. და ამის ნათელი მაგალითია "რუსთავი 2"-ზე გასული გიორგი გაბუნიას დღევანდელი გადაცემა, სადაც პრო-სამთავრობო, ბრმა, ველური შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ჯგუფი პირველყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელ ბოღმასა და გონებრივ სიტლანქეს ამჟღავნებდა.
მე ისინი შემეცოდნენ, მაგრამ მათი ბნელი ვნებებისთვის სამშობლოს დათმობას არ ვაპირებ. ეს გამოქვაბულში დაბრუნების ტოლფასი იქნება", - წერს ნიკა რურუა.