ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერს მისჯილი ჰქონდა პატიმრობა 5 წლის ვადით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეები. პროკურორის განცხადებით, ისინი შემდგომ ინსტანციაში ჭიაბერაშვილის ეპიზოდს გაასაჩივრებენ და ჯარიმის პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ.
მხარეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით გაასაჩივრებენ.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ამომრჩევლების მოსყიდვაში ედებათ ბრალი და ასევე ყოფილი პრემიერის საქმეს კვარიათის აგარაკთან დაკავშირებით.