-
2014-10-17 18:55
ილიაუნში მოკლული ლექტორის დედა აცხადებს, რომ მისი ყოფილი სიძე ამნისტირებული იყო. ის ორჯერაა ნასამართლევი.
მოკლულის დედის თქმით, , მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე მფარველობდა.
მისივე განცხადებით, ცოლ-ქმარი ერთად ერთი წელი ცხოვრობდა. ეს მაკა წივწივაძის მეორე ქორწინება იყო. მისი ქმარი, მოძალადე და ნარკომანი აღმოჩნდა.
დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. გაშორების შემდეგ კი ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა "ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა".
"ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ.