ნანუაშვილი: ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და სახელმწიფოს სტრატეგია არ აქვს

Image

საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა  ილიაუნში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა. 

 

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, სამართალდამცველი ორგანოები ძალადობის შესახებ შეტყობინებებზე დროულად და ადეკვატურად არ რეაგირებენ. 

 "ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, როდესაც საუბარია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის ადექვატური.

 

სამართალდამცველი ორგანოები, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ დროულად და ადეკვატურად მსგავს შეტყობინებებზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დამოკიდებულება შეიცვალოს. საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და სამწუხაროდ არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, არ არსებობს. საჭიროა არა ერთჯერადი გამოძიება კონკრეტული ფაქტის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

 


მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის კანონმდებლობის გამკაცრება და პოლიციელებთან მუშაობა. 

 


"რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის შეიძლება იყოს კანონმდებლობის გამკაცრება, უშუალოდ პოლიციელებთან უფრო მეტი მუშაობა, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე. ვფიქრობ, პოლიტიკურ ნებაზეცაა საუბარი, მესიჯი უნდა იყოს თითოეული პოლიციელებისადმი, რომ მათ მოახდინონ რეაგირება მსგავს შეტყობინებებზე დროულად", - აღნიშნა  ნანუაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !