
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ილიაუნის ლექტორმა მაკა წივწივაძემ პოლიციას მეუღლის მხრიდან მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ორჯერ შეატყობინა.
გიორგობიანის თქმით, პოლიციამ რეაგირება ორივე შემთხვევაში მოახდინა.
„ამაზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა და გასაუბრების ოქმები შეადგინა, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ასევე მის მეუღლესთან ლაშა მაღრაძესთან. მარიამ წივწივაძე ოქმში წერდა, რომ სურდა მეუღლეს თავი დაენებებინა და აღარ მიეკითხა არსად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ლაშა მაღრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. თავის მხრივ ლაშა მაღრაძემ გასაუბრების ოქმში პირობა დადო, რომ მეუღლეს აღარ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ბოდიშს მოუხდიდა.
ამის შემდეგ მარიამ წივწივაძემ პოლიციას უკვე თბილისში მიმართა 26 სექტემბერს და აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლე შეურაცხმყოფელ სმს-ს უგზავნიდა და შერიგებას სთხოვდა. 29 სექტემბერს ლაშა მაღრაძე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს, რომ თუ ყოფილ მეუღლეს კვლავ შეაწუხებდა, პასუხს კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს.
ამის შემდეგ მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მიუმართავს“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მაკა წივწივაძე დღეს ყოფილმა მეუღლემ მოკლა, მამაკაცმა მკვლელობის ჩადენის შემდეგ თავი მოიკლა.