-
2014-10-17 15:28
ილიაუნში დაჭრილი ლექტორის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე, ლაშა მაღრაძე მფარველობდა.
როგორც დაჭრილის დედამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , მისი ყოფილი სიძე, რომლის სახელი და გვარიც ასევე ლაშა მაღრაძეა, ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია.
მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
დედის განმარტებით, მისმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
„ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა, როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ.