„ჩემზე და ჩემს მეგობრებზე თვალთვალი გრძელდება“

Image

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ „მეილები“ გაუტეხეს და მისი პირადი მიმოწერის შინაარსი შეცვლილია.

 

 

„ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეებში ჩემი მეგობრის პირით შემომითვალეს, რომ ჩემი „იმეილები“ გატეხილია.

 

ტკიცებულების სახით, ეს „იმეილებიც“ მაჩვენეს.

 

მათ შორის აღმოჩნდა სკაიპის მიმოწერაც. ძირითადად, მთავრობისთვის საინტერესო ჩემს მეგობრებთან მიმოწერა: ზურაბ ადეიშვილთან, დავით კეზერაშვილთან, თამარა ჩერგოლეიშვილთან.

 

ცხადია, ქვეყანაში შექნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არაფერს სერიოზულს „იმეილით“ არ ვაგზავნი. მიუხედავად ამისა, არც პირადი მიმოწერა მინდა ვინმეს მიერ იკითხებოდეს.

 

საინტერესო ისაა, რომ დავით კეზერაშვილთან ერთ-ერთ მიმოწერაში ჩამატებულია მთელი აბზაცი, შემდეგი შინაარსით: „ჩვენთან ყველაფერი კარგად არის.

 

შენი გამოშვებული თანხა დაჯდა, მე ბალტიკუმიდან ველოდი, თუმცა თანხა ჰავილანდიდან მოვიდა. სხვა დროს გამაფრთხილე ხოლმე, რადგან აქაც დაბნეულობა იყო და არ მინდა რამე ეჭვები გამოიწვიოს“.

 

ეს აბზაცი რომ ჩამატებულია, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს აქ რაზეა ლაპარაკი, იმითაც დასტურდება, რომ მთელი დანარჩენი ტექსტი გადმოტანილია სპეისების გარეშე (როგორც ხდება ოპერატიული დამუშავებისას), ხოლო ეს აბზაცი ჩაბეჭდილია ჩვეულებრივი ტექსტით.

 

ჩემთვის უცნობია, სისხლის სამართლით და კონსტიტუციით დაცული ჩემი ინტერესი დაირღვა მთავრობის მიერ, ინტერნეტ პროვაიდერის მიერ, ორივეს ერთობლივი ძალისხმევით, თუ კერძო პირის კერძო ინიციატივაა, რაც, ვფიქრობ, ტექნიკურად სრულიად წარმოუდგენელია.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კერძო პირს პირდაპირ და საჯაროდ ვუცხადებ, რომ მისი შანტაჟი ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ აბსოლუტურად არ მაღელვებს, რაც უნდა და სადაც უნდა, იქ გამოაქვეყნოს. ჩემთვის ცნობილია, მისი ვინაობა და ყველა შემთხვევაში პასუხს ვაგებინებ კანონის მთელი სიმკაცრით.

 

და თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას მას ააცილებს, ამით მხოლოდ დაადასტურებს ჩემს საფუძვლიან ეჭვებს, რომ სწორედ ხელისუფლების ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს (უფრო სწორად, გრძელდება) ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ფარული მიყურადება და თვალთვალი", - წერს გვარამია. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !