დიდი ხნის მეგობრები ეჭვანობის ნიადაგზე ერთმანეთს ნიჩბით და წალდით დაერივნენ

Image

შემთხვევა გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში  მოხდა.

 

63 წლის მამაკაცები გორის ბაზარში ერთად მუშაობდნენ, ერთი მანქანით მოძრაობდნენ და ერთადაც ქეიფობდნენ ხოლმე.

 

მეგობრებს შორის უთანხმოება ერთ-ერთი მათგანის მეუღლეზე ეჭვიანობამ გამოიწვია.

 

„ერთ-ერთი ქეიფის დამთავრების  შემდეგ  მეუღლეს ვთხოვე  მეგობარი კარებამდე გაეცილებინა, რადგან საკმაოდ ნასვამი ვიყავი.

 

სტუმრის გაცილების შემდეგ ჩემი მეუღლე სახლში შეშინებული მობრუნდა. მიზეზი ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, მეუღლე, კვლავ, დაღონებული და ჩაფიქრებული დამხვდა.

 

მითხრა: სახლის კარები კარგად ჩაკეტე, მგონი, ღამღამობით ჩვენს ეზოში ვიღაც დადის ხოლმეო. ვიფიქრე, მეუღლეს ეჩვენება მეთქი.

 

იმ ღამეს რაღაც ხმა მომესმა, ავდექი და რას ვხედავ. ავთანდილი ჩემს სახლში შემოსულიყო შუაღამისას, ბატარეას ანათებდა და რას ეძებდა, ვერ გავიგე.

 

შემდეგ კი ცოლმა გამიმხილა, რომ რამდენიმე დღის წინ, ავთანდილს უთქვამს, ძალიან მშრომელი ქალი ხარ და ძალიან მომწონხარო." - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.

 

ამის შემდეგ ფრიდონმა ავთანდილთან (სახელები შეცვლილია) სიტუაცია გაარკვია.  ავთანდილმა მოიბოდიშა,  ნასვამი ვიყავიო და ბოდიში მოიხადა.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ ფრიდონი ნაკვეთში მიდიოდა.

 

„უკნიდან მომესმა ავთანდილის ლანძღვა-გინების ხმა. რომ მოვიხედე, ნიჩაბი დამარტყა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. სისხლი მდიოდა.

 

მე ხელში წალდი მეჭირა. წამაქცია. ის ხელი დამიჭირა, რომელშიც წალდი მეჭირა. მეორე ხელით კი სახეში და თავში მირტყამდა. როგორღაც მეც მოვახერხე და თავში ჩავარტყი და თავი გაუტყდა.

 

კიდევ კარგი მეზობელი მოვიდა, თორემ შემომაკვდებოდა ეს ვაჟბატონი. მეც სულ გასისხლიანებული ვიყავი“ - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.

 

ბრალდებულ ავთანდილ ვ-შვილს გირაო აქვს შეფარდებული. იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ცემაში   ფრიდონს ადანაშაულებს.

 qartli.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !