
ზუგდიდის რაიონში ტაქსის მძღოლი მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მკვლელობა სოფელ დარჩელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ავტომობილის გატაცებას და გალის რაიონში გადასვლას აპირებდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დადგენილია. არსებული ინფორმაციით, ის ამნისტირებული პირია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.