მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ზურაბ ჯღარკავას ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინწინ, ღამის 2 საათზე მოხდა. ინფორმაციას ენმ-ს მარტვილის ორგანიზაცია ავრცელებს.
მეზობლების ინფორმაციით, ყაჩაღებმა კისერზე თოკის გადაჭრისა და დახრჩობის მუქარით, 280 ლარი და 105 კილოგრამი თხილი წაიღეს. მეზობლების თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის 7 ეკიპაჟი.