„დაღუპული ბავშვის ოჯახი გარდამავალი დროშასავით გადადის ხელიდან ხელში ნამუსგარეცხილ პოლიტიკოსთა შორის“

Image

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში რაფალიანცების ოჯახის ტრაგედიას აანალიზებს.

 

 

„უკვე ორ წელზე მეტია, არა და არ ცხრება ვნებათაღელვა რაფალიანცების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვნებათაღელვა პოლიტიკური, და არა ადამიანური...

 

ვის ახსოვს დაღუპული ბავშვი?! მთავარი ისაა, ეს შემზარავი უბედური შემთხვევა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და ამ ბრძოლაში ცხვარივით აბღავლებული მხარდამჭერები ჩააბან...

 

მარტო ეს რომ იყოს!....... ორ წელზე მეტია დაღუპული ბავშვის ოჯახი გარდამავალი დროშასავით გადადის ხელიდან ხელში ნამუსგარეცხილ პოლიტიკოსთა შორის......

 

და რა სამწუხაროა, რომ არც მაშინ, არც ეხლა რაფალიანცების ოჯახი ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და შვილის სიკვდილით თავზარდაცემულმა, მაშინაც და დღესაც კარისკენ არ მიუთითა ამ ტრაგედიით, პოლიტიკური ქულების ჩაწერის სურვილით აღგზნებულ ნაძირალა პოლიტიკოსებს...

 

პირიქით, ოჯახიც ამ ბინძური თამაშების თანამონაწილე გახდა... მაშინაც და ეხლაც... პოლიტიკურ მხარეს საერთოდ არ ვეხები, რადგან ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია! რა მნიშვნელობა აქვს, თუ დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ ბავშვის სიკვდილი უბედური შემთხვევაა და არა პოლიტიკური ოპონენტის დანაშაული!

 

რა, იმ დღესვე არ იცოდა, რომ ასე იყო?!!! მართლები იყვნენ მაშინ ნაცები, როცა ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, გვაბრალებენო, მაგრამ რაღა მნიშვნელობა აქვს მათ ამ სიმართლეს, თუ დღეს ისინი ზუსტად ანალოგიურად ეცდებიან ამ ტრაგედიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას...

 

შურს იძიებენ... და არავინ, არც იქით, არც აქეთ, არცერთი სიტყვით არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ბავშვის გამიზნულ მკვლელობაზე (რაც არ მომხდარა) არანაკლები დანაშაულია ამის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და რაც ყველაზე უფრო შემზარავია, ამაში ბავშვის მშობლების ჩართვა!

 

ხელისუფალნო! რაღა ფასი აქვს სიმართლის აღიარებას მაშინ, როცა ეს სიმართლე საკუთარი თავის დასაცავად გჭირდება! სულ მცირე, პასუხი ხომ მაინც უნდა აგონ მათ, ვინც ეს თავის დროზე გამოიყენა და ამის გამკეთებლები თუ ციხეში არა, თანამდებობებზე ხომ მაინც აღარ უნდა იყვნენ!

 

ეს მაინც გააკეთეთ, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი უარესი ძალით შემოგიბრუნდეთ, თან ძალიან მალე! მაგრამ ეს პოლიტიკური მხარეა მხოლოდ, რაც ამ შემთხვევაში მე ნაკლებად მაინტერესებს, რადგან კედელთან მიყენებულის მიერ სიმართლის აღიარებას, ან ანალოგიური მეთოდებით შურისძიებას ჩემთვის არანაირი ფასი არა აქვს!

 

მე სხვა რამ მაწუხებს და სხვა ფიქრი მაქვს: ამის (და არა მარტო ამის) ჩამდენ და შემდეგ მომთმენ ხალხს, გვეშველება რამე?

 

ალბათ გვეშველება, როცა კარგად მივხვდებით, რა სისაძაგლეები და რამდენჯერ გვაქვს ჩადენილი, და როცა პატარა ბარბარე, სხვა პატარები და დიდები, ვინ მოსთვლის რამდენი, ამ ყველაფერს გვაპატიებენ!“ - წერს სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !