-
2014-10-15 11:22
მთავრობა 2015 წლიდან პენსიის გაზრდის პირობას დებს. ეს საკითხი კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს გადაწყდა.
კანონმდებლები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსია და აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვები ნოემბერში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის უკვე შესწორებულ ვარიანტს წარადგენს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში დასრულებულია. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ 16 ოქტომბერს უკვე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ხვალვე გაიმართება შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.