დავით საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ში და „თავისუფალ ზონაში“ სუს-ის არაერთი აგენტია

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ არაა გამორიცხული, სუს-ს ენმ-ში ან „თავისუფალ ზონაში“ აგენტები ჰყავდეს ჩაბერგილი, რომლებიც დიდი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ხელისუფლების მიერ დაგეგმილ „კასრების“ ან სხვაგვარ სპექტაკლში.



„ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ეს უკვე ნიშანდობლივია! ღარიბაშვილ-წულუკიან-ჭიკაიძიანად ისე მამაოჩვენოსავით გაზუბრულად იმეორებენ "ნაციონალებმა მოატაცაბინეს გამოსასყიდის მისაღებად ბავშვი"-ო, ეს მოტაცება ეჭვგარეშეა, რომ სუსის პროვოცირებულია!

 


4 კაციანი ჯგუფინდან არაა გამორიცხული ერთერთი ან ორი ფიგურანტი სუსის აგენტი გამოდგეს. ალბათ "ნდობით აღჭურვილ პირებს" მოაძებნინეს პიროვნებები, რომლებიც წარსულში მსახურობდნენ ორ ყველაზე "სახელგატეხილ" და ქოცების მეცადინეობით დაგეგმილად მოძულებულ შსს-ს დეპარტამენტებში.
სავარაუდოდ მოხდა დანაშულის ჩამდენთა წინასწარი შერჩევა და "დამუშავება (შესაძლოა გამოიყენეს მათი ფინანსური მდგომარეობა). ალბათ შეუქმნეს შესაბამისი პირობები (იარაღი, ტრანსპორტი, კომუნიკაციის საშუალება) და სპეცსამსახურისვე შექმნილი და კონტროლირებადი სქემის საშუალებით ჩაადენინეს გატაცება.(გატაცების ობიექტიც მათივე შერჩეულია სავარაუდოდ).
ალბათ მთელი პროცესი კონტროლდებოდა. დაკავების შემდეგ, მათი ჩანერგილი აგენტი ჩვენებაში ალბათ განაცხადებს, რომ ეს მას ნაციონალებმა დაავალეს, რის სანაცვლოდაც, ბედუკაძის მსგავსად მიიღებს თავისუფლებას. დანაშაულის სხვა არააგენტ ფიგურანტებს ბოლომდე "დაჭედავენ" ან მათაც რამეს მსგავსს დააწერინებენ. უღირთ ამ ეტაპზე.

 


საიდუმლო და დასამალი არ არის, რომ სპეცსამსახურებს დავალებული აქვს ჩვენს პარტიაზე და „თავისუფალ ზონაზე“ აქტიური მუშაობა. თუ ჭიკაიძის საბურავების და დესტაბილიზაციის არაშემთხვევით დაანონსებულ ბოდვას და შემდეგ ღარიბაშვილის მიერ ამის ატაცებას და განვრცობას გავიხსენებთ, (წითელაშვილების, დავითაიების და სადღობელაშვილების და მათი სულიერი მამის რეზო ამაშუკელის ბრწყინვალე შესრულებით) სცენარი იქეთკენ მიდის, რომ შესაძლოა „თავისუფალ ზონაში“ ან ჩვენთან უკვე ყავდეთ ჩანერგილი არაერთი აგენტი, რომელიც სიხარულით მიიღებს მონაწილეობას კასრებისმაგვარ სპექტაკლში.

 


მაგალითად, დადგამენ სცენას, სადაც, პირობითად, „თავისუფალი ზონის“ ან ჩვენი პარტიის რომელიმე წევრი (ათეულობით ათასი კაცია გაწევრიანებული პარტიაში და რთულია კონტროლი) ვიხილოთ აღიარებით ჩვენებით ავტომატების ყუმბარების ან თუნდაც ჭიკაიძის საყვარელი საბურავების სამალავით.
ეს კარგად წაიკითხეთ და ამოუბეჭდეთ პირდაპირ სუსელებო, თქვენს დროებით ხელმძღვანელებს და ფრთხილად იყავით.

 


ისეთი უნიჭოები მოვიდნენ, რომ გადაამლაშეს ეს სპექტაკლი უკვე. ყველა თქენი ნაბიჯი ვიცით და თვალს გადევნებთ!“- წერს დავით საყვარელიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !