რუსთაველის მეტროსთან გოგონები გამვლელმა ბიჭებმა სცემეს

Image

რუსთაველის მეტროსთან ორმა პირმა რამდენიმე არასრულწლოვანი გოგონა სცემა,- ინფორმაციას სააგენტო ,,აქცენტი“ ავრცელებს.



როგორც დაზარალებული გოგონა აცხადებს, ისინი მეგობრებს ელოდებოდნენ, რა დროსაც მათთან უცნობი პირები მივიდნენ და კამათი დაუწყეს.


"ვარჯიშიდან გამოვედით მეგობრები, გზად ორი ბიჭი დაგვხვდა, ერთ-ერთმა ქუდის წართმევა დამიპირა, რომ არ მივეცი ორივე ფიზიკურად გაგვისწორდა, ისინი აშაკარად ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ"- აცხადებს გოგონა ,,აქცენტთან“ საუბრისას. 


როგორც დაზარალებული აცხადებს მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელიც თავად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.


მათივე თქმით, უცნობი პირები გაიქცნენ, პოლიციას კი მათ დასაკავებლად ან მოსაძებნად არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტი თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ცდილობდა გამომძიებელი დაერწმუნებინა დაზარალებული, რომ საჩივარი არ დაეწერა.

საპატრულო პოლიცია უხსნიდა დაზარალებულებს, რომ თუ ისინი საჩივარს დაწერდნენ მთელი ხუთი საათის განმავლობაში მოუწევდათ დაკითხვაზე ყოფნა, ამ დიალოგის შემდეგ კი გოგონამ საჩივარი აღარ დაწერა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !