-
2014-10-14 22:27
იუსტიციის განცხადებით, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზების ახალი რეგულაციის გამო საბუთების მოწესრიგების ვადა 1 სექტემბრამდე ჰქონდათ, ვადა 2015 წლის მარტამდე გაუგრძელდებათ.
თეა წულუკიანის განცხადებით, ამ მოქალაქეებს შეეძლებათ, იუსტიციის სახლებს მიმართონ ამ ვადაში და თავიანთ ქვეყანაში მიბრუნების გარეშე შეეძლებათ საბუთები მოაწესრიგონ. ამასთან, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებს, რომლებიც 1 სექტემბრიდან უკვე უკანონოდ იმყოფებიან საქართველოში ან აწი აღმოჩნდებიან ასეთ, უკანანო მდგომარეობაში, ამ ვადაში, ანუ 2015 წლის მარტამდე არ შეეხება შს სამინისტრო, ანუ, მათ არ მოუწევთ არც ქვეყნის დატოვება და არც ჯარიმის გადახდა.
ამასთან, იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ სასწავლო ვიზით და აქ დახელოვნდნენ, თავიანთ ქვეყანაში ჩასვლის გარეშე შეეძლებათ სასწავლო ვიზა შეცვალონ შრომითი ვიზით, თუკი მათ რომელიმე სტრუქტურა აქ სამუშაოდ აიყვანს.
"რაც შეხება ინგილოებს, ისინი, ვინც მიიღებენ "თანამემამულის სტატუსს", რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მათ, ვინც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, მათ შეეძლებათ იმ ქვეყანაში საბუთების აღების გარეშე, აქვე მიიღონ ბინადრობის მოწმობა, ყოველგვარი გართულების გარეშე", - განაცხადა თეა წულუკიანმა "არჩევანში".