-
2014-10-11 05:30
რეზო ამაშუკელი დასავლეთს აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს უარყოფით პოზიციას ანტისდისკრიმინაციული კანონის მიმართ. ამასთან, ამაშუკელი ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხისკენ უნდა შემოტრიალდეს.
რეზო ამაშუკელთან ინტერვიუს "ალია" აქვეყნებს:
"აირჩიოს მაგ დასავლეთმა, ან ქართველი ხალხი და საქართველო, ან ეს ფაშისტები!!! ორივე ერთად არ გამოვა, ბატონებო!!! მე ამერიკის პირველი მოტრფიალე ვიყავი და ახლა რას ვხედავ? რუსი მე დღეს არ მეუბნება, რომ ცოლად მოიყვანე ბიძაშვილი და ბიჭი შეირთე ცოლადო და ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ჩვენში? ის ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, მაშინ პატრიარქმა თქვა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ნახავთ, რაც მოხდებაო. აი, მაგ კანონს ვინც ხელი მოაწერა, მერე ვინც შეიტანა, მერე ვინც დასთანხმდა (ხმას უწევს), ყველა მტერია საქართველოსი! ხმამაღლა ვაცხადებ ამას!
თუ მთავრობამ ისევ გააგრძელა ამ ყველაფერზე წაყრუება, თვალის დახუჭვა, არაფერი გამოვა. გავიხსენოთ, ამ „ნაცებს" ნახევარი საქართველო ციხეში ჰყავდათ, ახლა რომ გამოდიან და ამბობენ, ეგ ჩვენთან სად იყოო? ყველა ციხეებში შეყარეს, დამნაშავე თუ არადამნაშავე და თვითონ იყვნენ მარტო გარეთ, აბა, თავის თავს ხომ არ დაიჭერდნენ? დღევანდელი ხელისუფლება კი თუ არ მოტრიალდება ხალხისკენ, მაშინ ხალხი მიტრიალდება ხელისუფლებისკენ და ეს მიტრიალება იქნება ძალიან ცუდი!", - ამბობს ამაშუკელი ინტერვიუში.