-
2014-10-10 18:08
მომღერალმა განუცხადა, მის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, რომ ის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ვერ ახერხებს მისი ნათლულის მამასთან შეხვედრას, არაფერი შეცვლილა.
ჭოხონელიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ის ადამიანები, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, არ თვლიან საჭიროდ, რომ მას ინფორმაცია მიაწოდონ.
„ამას მარტო მე არ ვამბობ, რომ მის ყურამდე ბევრი ისეთი რამ არ მიდის, რაც კონკრეტულ ადამიანს კი არა, არამედ თუნდაც ქვეყნის ინტერესებს ეხებოდა, მაშინ როდესაც ის ხელისუფლებაში იყო.
ვერ დაადანაშაულებ მას იმაში, რომ ყველა გაზეთი იკითხოს და ყველა ინფორმაცია მოისმინოს. მას აქვს იმედი, რომ მისი ერთგული ადამიანები მას მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა.
რადგანაც ის გუნდი თვლის, რომ ეს არ უნდა მიაწოდონ თუნდაც ჩემთან მიმართებაში და კიდევ სხვა, ალბათ თვლიან ისინი, რომ არ არის საჭირო და არ მიაქვთ იქამდე ინფორმაცია. მაინც მგონია, რომ გარკვეულ საინფორმაციო ვაკუუმშია“,- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
მისივე თქმით „ფეისბუქზე“ სტატუსის გამოქვეყნებისთანავე მისი მისამართით გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო.
„მე გამოხმაურებებზე უფრო საშინელი რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ ხალხი იმდენად მდაბიო, დაწვრილმანებული აზროვნების აღმოჩნდა. რატომღაც ზოგიერთმა თქვა, რომ აი, ლომაია თუ ვიღაც გაურკვეველი არსება ამბობდა, რომ თურმე მე რაღაცეები მომაკლდა.
არაფერი არ მომაკლდა, მინდა ყველას განვუცხადო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის მომაკლდა და გული მწყდება იმაზე, რომ საინფორმაციო ვაკუუმშია ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია კიდევ ხალხისთვის და თავისი ქვეყნისთვის. ნუ დაწვრილმანდებიან ჩემთან მიმართებაში“,-აღნიშნა ჭოხონელიძემ
„პირველი რადიო“