„ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და იციან „Who is Who in Georgia“... ყველაფერი კრემლში იქნება გადაგზავნილი“

Image

პროფესორი დოდონა კიზირია ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს ახასიათებს, რომლებიც მისი აზრით, რუსეთთან „ურთიერთობის დალაგებაში“ წამყვან როლს ასრულებენ.

 

 

კიზირიას სიაში დღევანდელი ხელისუფლების 6 მაღალჩინოსანი მოხვდა ყოფილი პრემიერის ჩათვლით.

 

1. ზურაბ აბაშიძე - პარლამენტის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი რუსეთში, კაგებესთან დაკავშირებული და შესაძლოა პირდაპირი აგენტი, ისევე, როგორც მისი მამა, ირაკლი აბაშიძე.

 

2. თედო ჯაფარიძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობეის მქონე პირი იმავე პერიოდში, კაგებეს ნომრიანი აგენტი, კაგებეს პოლკოვნიკი.

 

3. პაატა ზაქარეიშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი (რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!), შევარდნაძის სამთავრობო ჯგუფის წევრი, საეკლესიო ხელმძღვანელობასთან ახლო კავშირში მყოფი, რუსეთის მიერ ნაყიდი და კაგებეს აგენტი.

 

4. ირაკლი ალასანია - საქართველოს უშიშროების მინისტრი შთამომავლობით კაგებესთან დაკავშირებული პიროვნება; ბაბუა და მამა კაგებეს გენრლები. ეს უკანასკნელი აფხაზეთში დაიღუპა, მაგრამ მისი (ისევე როგორც შარტავას) დახვრეტა შევარდნაძის მიერ იყო მოწყობილი, რადგან კაგებეს აგენტმა კარგად იცოდა მისი ხრიკების ამბავი.

 

ლევან ღოღობერიძე, ლანა ღოღობერიძის მამაც დააპატიმრეს და დახვრიტეს 37 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იყო პირსისხლიანი ბოლშევიკი, რომელიც სტალინს უპატაკებდა, საქართველოში თავადაზნაურობის რიცხვი 2 პროცენტამდე დავიყვანეთ და მალე ნოლამდე დავიყვანთო. აქ ის შემთხვევაა, როცა ერთი მონსტრი მეორე, მასზე უფრო პატარა მონსტრს ჩასანსლავს.

 

5. ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი, სრულიად უვიცი და გაუნათლებელი პიროვნება, რომლის საჯარო განცხადებები დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში გამოიწვევდა მისი დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნას და რომელიც ყურმოჭრილი მონაა ბიძინა ივანაშვილის.

 

6. ბიძინა ივანაშვილი - წოდებით „მოქალაქე“, ქვეყნის ფაქტიური გამგებელი, პუტინის ბიზნესპარტნიორი და მის მიერ ფინანსირებული საქართველოში სამოქალაქო ომის დასაწყებად.

 

მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ამ გეგმას განხორციელების საშუალება არ მისცა იმით, რომ სცნეს მეოცნებეთა პარტიის გამარჯვება და მშვიდობიანად დასთმეს ძალაუფლება. ამ ფაქტს (ისევე როგორც მრავალ სხვას) მეოცნებეები საკუთარ სიბრძნეს მიაწერენ, მაგრამ მცოდნემ იცის რა და როგორ იყო.

 

ამ სიტუაციაში საქართველოში გაიხსნება ნატოს სამხედრო სკოლა, სადაც, როგორც დღეს მედიაში იქნა გაჟღერებული, სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები გაივლიან წვრთნას. მივესალმები ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში თუნდაც ამ სახით. მაგრამ ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia, ანუ ვინ რა შვილია დღევანდელ მთავრობაში.

 

ამიტომაც არასოდეს არ ენდობიან მათ, ვინაიდან ნატოს ყოველი გეგმა, თუ იგი ცნობილი გახდა ზემო აღნიშნული პირებისა, ან ივანაშვილის მიერ „ამოკენკილი“ სხვა მსგავსი „სანდო“ პერსონალისთვის, ყველაფერი კრემლში იქნება გადაგზავნილი.

 

მიუხედავად ამ სავალალო სიტუაციისა, აღნიშნული ნაბიჯი ნატოს მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება იმის გმოსამჟღავნებლად, თუ რა მიმართულებას მიიღებს დღევანდელი მთავრობის ყოვლად წამგებინი ნაბიჯები „დაალაგოს ურთიერთობა“ რუსეთთან. ვნახოთ, ვნახოთ!", - წერს დოდონა კიზირია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !