„აგინა ვიღაც, მისთვის სრულიად უცხო ადამიანს დედის ტ...ი. ვაააა... რამხელა პატრიოტული საქმე გააკეთა“

Image

„ვის უნდა 20 ათასის“ყოფილი წამყვანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

 

 

„გახსოვთ ალბათ, საქართველოს პრემიერ მინისტრს, უშვერი სიტყვებით რომ აგინეს ამერიკაში?

 

ჰოდა მაშინ წავუყრუე, არაფერი ვთქვი და ვთვლი, რომ ძალიან დავაშავე საკუთარი სინდისის წინაშე. ახლა ვიტყვი, რომ ის უხამსი აქცია იყო სამარცხვინო და საზიანო. პროტესტი, მშვიდი და ორგანიზებული სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი მდაბიო გამოვლინება საკუთარი ემოციების.

 

მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში, სადაც ყველა შენს საქციელს ლუპით აკვირდებიან. არ ვიცი ამით რა დააკლდა ღარიბაშვილს, ზოგადად ქართველებს რომ არაფერი შეემატათ ფაქტია. დღეს ფეისბუკში ვიღაც ჩერჩეტი ბიჭის ვიდეო ტრიალებს, რომელიც ერთი უვარგისი გამოცემის რედაქციის თანამშრომელს აგინებს.

 

და კვლავ ისმის აღტაცებული შეძახილები, ამ ახალგაზრდის ქება-დიდება და მისი უგუნური საქციელის პატრიოტული შარავანდედით შემკობა. მაინტერესებს, თუ დაფიქრებულხართ იმაზე რა დათვურ სამსახურს უწევთ ამ უწვერულვაშო ბიჭს ?

 

ის ახლა სუპერპოპულარული გახდა და რის ხარჯზე ? აგინა ვიღაც, მისთვის სრულიად უცხო ადამიანს დედის ტ...ი. ვაააა... რამხელა პატრიოტული საქმე გააკეთა. მის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინში ჩაჯდება აზრი, რომ ლანძღვა-გინებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო.

 

ან თქვენ, უკვე ზრდასრული ხალხი თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ არ შეიძლება სხვისგან კორექტულობა მოითხოვო როცა თავად ხარ არაკორექტული ? სხვა თუ რეგვენი და უზრდელია თქვენც მას უნდა დაემსგავსოთ და მისი ენით ისაუბროთ ? ოპონენტის, თუნდაც უზრდელის, პატივისცემა ისევ თქვენ აგამაღლებთ მასზე.

 

ძალიან შემაშფოთა ამ ორმა ფაქტმა.  საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა.  ახლა მე მაგინეთ. Go ahead !“, - წერს გამყრელიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !