„ხელფასზე დანამატი, არასერიოზულია... არ ეწყინება ნარმანიას, მაგრამ ვირეშმაკობას ჰგავს“

Image

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ვიცე მერებისთვის ყოველთვიური დანამატების დანიშვნა თბილისის მერ დავით ნარმანიას გადაწყვეტილება არ იყო და  ვიღაცამ უთხრა, ეს გაეკეთებინა.

 

 

„ძალიან ულამაზოდ გამოიყურება ის, რომ პრემიებზე იყო დიდი ლაპარაკი და ადგნენ და ამას დაარქვეს დანამატი.

 

ღრმად არასერიოზულია, კიდევ უარესი გააკეთეს, ბოდიში ამ სიტყვაზე, არ ეწყინება ნარმანიას, მაგრამ ვირეშმაკობას ჰგავს. დანამატი საერთოდ აბსურდული რაღაცაა, უნდა არსებობდეს ხელფასი და უნდა არსებობდეს პრემია.

 

პრემია არ არის რეგულარული თემა, დანამატი კი საერთოდ გაუგებარია, რატომ პირდაპირ ხელფასს არ არქმევენ?

 

ყველაზე საინტერესო აქ არის, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება – ჯერ ერთი, შეურაცხყოფას აყენებენ ყველა სხვას, იმიტომ რომ არგუმენტი 24-საათიანი მუშაობა იყო. ე.ი. გამოდის, რომ ჩვენი არც მინისტრი და არც არავინ მუშაობს, მუქთახორები არიან და მარტო ეს ვიცე-მერები და გამგებლები მუშაობენ თურმე ქვეყანაში.

 

მეორე, თუ დააკვირდით, დათო ნარმანიამ თვითონ არ დაინიშნა ეს დანამატი, ე.ი. ფაქტობრივად, ვიცე-მერებს დღეს მასზე მაღალი შემოსავალი აქვთ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დათო ნარმანიას გადაწყვეტილება არ იყო ეს, მას უთხრეს, რომ ასე გააკეთეო.

 

შინაგანი პროტესტი იგრძნობა იმაში, რომ თვითონ უარი თქვა ამაზე და ვიცე-მერებმა ტკბილად შეირგეს.

 

მე ვიცნობ დათო ნარმანიას, ის საღად მოაზროვნეა და ზუსტად შეაფასებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება", - განაცხადა ხუხაშვილმა გადაცემა „რეზიუმეში“ და დასძინა, რომ ეს ყოველივე დავით ნარმანიას მხრიდან სისუსტის გამოვლინებაა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !