ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაწყებული კონცერტი ჩაიშალა. მიზეზი სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების პროტესტი გახდა.
თეატრიდან გათავისუფლებული მსახიობები სცენაზე აიჭრნენ და კონცერტი ჩაშალეს. ისინი აცხადებენ , რომ თეატრიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სეზონი დღეს უნდა გახსნილიყო.