თურქეთში სამუშაოდ წასული 17 წლის ქუთაისელი ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

Image

17 წლის გიორგი გიორგაძის მცდელობა, რომ თავი თურქეთში მუშაობით ერჩინა, კინაღამ სავალალოდ დასრულდა.

 

 

გიორგის ისტორიას ქართველი სტუდენტი მარიამ მანჯგალაძე აქვეყნებს.

 

„მეგობრებო, უნდა მოგიყვეთ ერთი ქუთაისელი ბიჭის, 17 წლის გიორგი გიორგაძის ისტორია, რომელიც მე და ნანამ 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას გავიცანით დუზჯეს უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ხოლო მაკამ წინა დღეს, როცა გიორგის ოპერაცია გაუკეთეს.

 

რომ არა აქაური ექიმებისა და დიასპორის თანადგომა, შეიძლება გიორგი ცოცხალი არც ყოფილიყო.

 

ნახევარი დღე საავადმყოფოში გავატარეთ, გიორგის ვამხნევებდით და რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით.

 

გიო დედამისს ორი კვირის წინ გამოჰყოლია თურქეთში, მეც ვიმუშავებო სადმე, ჰოდა მოაწყეს იზმითთან ახლოს რკინის საჭრელ ცეხში თუ ქარხანაში. 10 საათიანი სამუშაო დღე ჰქონდა, 1 საათი შესვენება, აქედან 40 წუთი სადილისთვის, 10-10 წუთი რაღაც შუალედში შესვენება, დანარჩენი დრო, ანუ 9 საათი ფეხზე მდგარს უნდა ემუშავა, დაჯდომის უფლების გარეშე.

 

26 სექტემბერს უფრო რთული დავალება მიუციათ, ყოჩაღი ხარო, გამოუცდელმა ბიჭმა საჩვენებელი თითი წაითალა, ოთხ ადგილას გადაეჭრა ფალანგი. მიიყვანეს კერძო კლინიკაში, როგორც ჩანს ქაფური დაასხეს, გადაუხვიეს და უთხრეს სასწრაფოდ ჩამჯდარიყო ავტობუსში და საქართველოში დაბრუნებულიყო, აქ ძვირი ღირს სამედიცინო მომსახურებაო.

 

როგორც დედამისმა გვითხრა, თავად მას არ აჩვენეს რა მდგომარეობა ჰქონდა გიორგის. დედის მეგობარი მიდიოდა იმ დღეს საქართველოში და გიორგი დაემგზავრა. გზაში ისეთი სისხლის დენა დაეწყო, რომ ამ ქალმა სასწრაფო დახმარება გამოაძახებინა და დუზჯეს უნივერსიტეტის საავადმყოფოში მოხვდა ბიჭი. გიოს 6 საათი უკეთებდნენ ოპერაციას, რომ ხელის მტევანი შეენარჩუნებინათ, ის კი არადა, მიკროსკოპული სიზუსტით იმუშავეს და დაფლეთილი თითიც აკინძეს...

 

ექიმები ისეთი ბედნიერები იყვნენ წარმატებული ოპერაციით, რომ გიოს ტანსაცმელიც კი უყიდეს და საჩუქრად გადასცეს. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში გიორგის ექიმი მოვიდა ჩვენს გასაცნობად. ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მოარული სიკეთე, იქით გვიხდიდა მადლობას, იმდენი სისხლი დაკარგა, 10 წუთის სიცოცხლის

 

ლიმიტიღა ჰქონდა დარჩენილი გიორგის, კიდევ კარგი მითარგმნეთ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდეთ, თორემ შეიძლება წარმატებული ვერც ყოფილიყო ოპერაციაო...

 

ძალიან მიხარია, რომ აქაურებმა საოცარი თანადგომა გამოიჩინეს მათთვის უცნობი ბიჭის დასახმარებლად. ჩვენი ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ალი ერთუღრულმა პროფკავშირის წარმომადგენლები მოიყვანა და მათ ყველაფერი ისე მოაწესრიგეს, რომ ოპერაციის თანხა: 13 000 ლირა არ გადაახდევინეს გიოს დედას.

 

ყოველ დღე მიდიოდნენ, საკვები და საჩუქრები მიჰქონდათ მასთან. ბოლოს, თალათ ჯელიკმა (დევაძემ) სტატიაც კი დაწერა გაზეთში გიორგის შესახებ და კითხვა საკუთარ თანამოქალაქეზე აესე დასვა: განა ადამიანობა აქვთ ამისთანებს? - თალათი დაგვპირდა, რომ პოლიცია სათანადო ზომებს მიღებს და სერიოზულად დაჯარიმდება გიორგის დამქირავებელი.

 

დღეს გიორგი საქართველოსკენ გამოემგზავრა, მშვიდობის გზა ჰქონოდეს, გონივრულად დაელაგებინოს ცხოვრება და საკუთარ ქვეყანაში ჰქონოდეს დასაქმების პერსპექტივა!

 

ჩემო მეგობარო ჟურნალისტებო, თუ რომელიმე თქვენგანი დაინტერესდება ამ ამბით, შემეხმიანეთ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. კარგი იქნება, თუ ამ არაჩვეულებრივ ხალხზე, ჩვენებურებზე, საქართველოშიც ვიტყვით სამადლობელ სიტყვებს, ისინი ხომ ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდას, ჩვენს თანამოქალაქეს - გიორგი გიორგაძეს უანგაროდ დაუდგნენ გვერდით.

 

შეიძლება შემთხვევითიც არ იყო, რომ გიორგის სწორედ აქ, დუსჯეში, ქართული დიასპორით ცნობილ კუთხეში შეუნარჩუნდა სიცოცხლე, ალბათ საჭირო იყო დაგვენახა, როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს გაჭირვებისას...", - წერს მარიამ მანჯგალაძე.

 ambebi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !