ზაზა გაბედავა ირინა სარიშვილს დაემუქრა

Image

მუქარის ადრესატი სოციალურ ქსელში იმედს გამოთქვამს, რომ  გაბედავას მუქარა მინაწერებს არ გასცდება.

 

 

„ვხსნი ჩატს, რომელშიც ზაზა გაბედავა ამ წუთებში დამიკავშირდა, რადგან მან ამ ჩატის ნაწილი დადო მხოლოდ კომენტარებში და შემდეგ დამბლოკა. 

 

გაბედავა: რა გინდათ თქვენ ჩემგან ქალბატონო ირინა? ვითომ ვერ მიხსენებთ ხომ? მაშინ მე შეგახსენებთ, მე, თქვენ და გოგი ხოშტარია კიტოვანთან ვიყავით ასულები შავნაბადაზე, დანარჩენს მოგვიანებით ვიტყვი.

 

სარიშვილი: ახლა ვნახე თქვენი მოწერილი. ნამდვილად არ მახსოვხართ, ან რა მნიშვნელობა აქვს, მახსოვხართ თუ არა.

 

მე არაფერი არ მინდა, გარდა იმ შეფასებისა, რაც განცხადებაში მიწერია. არა მგონია, თქვენგან ასეთი მუქარის ტონი გონივრული იყოს! არც პოლემიკაში ვაპირებ თქვენი სტილის ადამიანებთან შესვლას! ნახვამდის.

 

გაბედავა: კი მე მოგწერეთ, მე საერთოდ არ ვიყავი, არც ორგანიზატორი თბილისობის. მაგ ჩხეიძის ქმარმა გინება დამიწყო და რა დავაშავე ვიცოდე, მაგის გინებაზე პასუხი არ გაგიციათ და ჩემზე ერთი ამბავი ატეხეთ, არაა ასე სწორი. გამიხსენეთ, ვოლვოთი ვიყავით ასულები, პუტჩის დღეები იყო. 2 დღეში ომი დაიწყო. კიტოვანი, ლანჩავა და პუტჩისტებთან.

 

სარიშვილი: მე იმაზეც მაქვს პასუხი გაცემული, მაგრამ მას რაც არ უნდა დაეწერა, რაც თქვენ დაწერეთ, ამას არანაირი გამართლება არა აქვს ჩემი აზრით. განცხადებაშიც ზუსტად ეს მიწერია და როგორც ნახეთ, ძალიან ბევრი მოწონება აქვს, მათ შორის მათი, ვინც თქვენ გყავთ დამეგობრებული. არანაირი სურვილი არ მაქვს საუბრის არც ნინო ჩხეიძის ქმრისნაირ და არც, მაპატიეთ თქვენნაირ ადამიანებთან. ნახვამდის.

 

გაბედავა: წაბრძანდით! თქვენ პუტჩისტი ხართ და პასუხი უნდა აგოთ ქართველი ერის წინაშე და არა მორალი მიკითხო აქ! ესაა სიმართლე და გვარიც უთხარით თქვენი ხალხს სწორი!

 

Chat Conversation End Like Like••. Share აქ არ ჩანს, არ აკოპირებს, ერთი სტიკერია, ხარხარებს და აი ამით დაასრულა... კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე...

ეს უკვე ჩემი პასუხია განცხადების ქვეშ კომენტარშიც და აქაც, რის შემდეგაც გაბედავამ დამბლოკა. მე კიტოვანთან ომამდეც ვიყავი ასეული და ომის პერიოდშიც, რადგან გია მაშინ კგბ-ს ციხეში იყო და ძალიან მეშინოდა, რომ ის შენობა სამიზნე არ გამხდარიყო!

 

თქვენთან ერთად ან კიდევ ვინმე სხვასთან ერთად ვიყავი თუ არა, ნამდვილად არ მახსოვს, ვოლვოშიც გაგიკვირდებათ და ხშირად ვმჯდარვარ და ამიტომ ვოლვოთი ვერ გაგიხსენებთ ნამდვილად რას იზამ, ბევრს ვიცნობ და ასეთებიც გამომერეოდა შიგადაშიგ!

 

თქვენი მცდელობა, რომ მე ზვიადისტები მომასიოთ, სასაცილოა... და კიდევ, ჩატში რომ მეუბნებით, შენი ნამდვილი გვარი თქვიო, ეს კიდევ უფრო მეტად სასაცილო, თან დავიბენი: ზვიადის დროს მე ხან რუსი ვიყავი, ხან ირანელი, ხან სომეხი, ხან ოსი და ხან აფხაზი... რომელი ავარჩიო, ეგებ მირჩიოთ?

 

P.S. იმედს ვიტოვებ, რომ გაბედავას მუქარა არ გასცდება ამ უბადრუკი, არაკაცური ბოდვის ფარგლებს... ისე, არც ეგაა პრობლემა. სტატუსი ძალიან შეშინებულია“, - წერს სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !