კოალიციის მომხრეებს დავით ზურაბიშვილი "ევროპა აპიდარასტებს" შემადგენლობისგან გამიჯვნას ურჩევს

Image

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ურჩევს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მკვეთრად გაემიჯნონ "ევროპა აპიდარასტებს" შემადგენლობას, რადგან, მათი პოზიცია მიუღებელია. ზურაბიშვილი წერს, რომ ეს ყველაფერი 2012 წლის არჩევნებიდან ორი წლის თავზე უნდოდა დაეწერა, მაგრამ "არა უშავს, ახლაც წავა".

 

"ოქტომბრის არჩევნების ორ წლისთავზე მინდოდა დამეწერა, ერთგვარი შეჯამების სახით, მაგრამ არა უშავს, ახლაც წავა.

 

სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტები, სპექტრის მრავალფეროვნების მიუხედავად, პრინციპში შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად.

 

ერთნი იყვნენ ისინი, ვისთვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა მიუღებელი იყო მისი ავტორიტარიზმის, მედიის, ბიზნესის, სასამართლოს, განათლების სისტემისა თუ აკადემიური სფეროს კონტროლირების, განსხვავებულ მოაზროვნე–მოფიქრალთა მიმართ დაუნდობელი წნეხის გამო.

 

და იყვნენ ისეთები, ვისთვისაც სააკაშვილი და მისი გუნდი ასოცირდებოდა პროდასავლურ ორიენტაციასთან და ზოგადად ლიბერალურ დისკურსთან. მათთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს დისკურსი იყო (და არის) მიუღებელი.

 

უფრო დეტალურად ამ ანტინაცურ–ოპოზიციური დანაყოფების გარჩევას აქ არ შევუდგები, თუმცა, თითოეულის შიგნით კიდევ არის გრადაციები. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემის ღრმა რწმენით ნაცმოძრაობის ოპონენტთა პირველი კატეგორია რაოდენობით ბევრად სჭარბობდა და სჭარბობს მეორე კატეგორიას. ამას, პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს არა მხოლოდ ჩემი ემპირიული დაკვირვება, არამედ ყველანაირი კვლევა, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა.

 

თვითონ ნაცმოძრაობა და მისი მომხრეები რას ფიქრობდნენ თავიანთ ოპონენტებზე, ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა. მით უმეტეს, ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ ამაზე და პირველ კატეგორიის არსებობასაც კი არ აღიარებდნენ. კაცმა რომ თქვას, არც ახლა აღიარებენ.

 

ჰოდა, იმის თქმა მინდა, ძვირფასო კოალიციის მომხრეებო, ნეიტრალებო თუ შუაშისტებო.

 

ხომ არ მოვიდა დრო, რომ ცოტა გავერკვეთ ვის რა გვინდა და "ევროპა აპიდარასტებს" შემადგენლობას ცოტა უფრო მკაფიოდ გავემიჯნოთ? უფრო მკვეთრად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად? პირადად მე ნამდვილად ასპროცენტიანი სიზუსტით ვიცი, რომ მე და ეგეთი ხალხი ერთად ვერასდროს ვიქნებით, რადგან სრულად სხვადასხვა ქვეყანა გვინდა და სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენია საქართველოს მომავალი.

 

ეს ალბათ აქამდეც უნდა გვექნა და ბევრ გაუგებრობას ავიცილებდით თავიდან. ყოველ შემთხვევაში ვიღაც–ვიღაცეებს იმის ილუზია მაინც არ ექნებოდათ, რომ ნაცების სიძულვილის ხარისხით უნდა გაიზომის ჭეშმარიტი პატრიოტობა. სიძულვილი საერთოდ არ შეიძლება იყოს რაიმე პოზიტიური ღირებულებითი საზომი.

 

ალბათ ადრე უნდა გვექნა, მაგრამ არც ახლაა გვიან", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !