
პირველი ლეიბორისტის მეუღლე ბელა ალანია არ მალავს, რომ სარძლოსა და სასიძოს ეძებს, მისი შვილები კი დედის ამ ახირებას დასცინიან.
„ასეთი ეგოისტი გავხდი. მერე კი მეღიმება ასეთ გაუმაძღრობაზე...
უამრავი ლამაზი ქართველი დაიარება, მე კი მიხარია ისინი და მინდა, ყველა ბედნიერი იყოს. ჩემი მოწონებული, მართალია, არავის აინტერესებს, მაგრამ ჩემს სულს მშვენიერების ხილვა და ოცნება ხომ აცისკროვნებს?!
სახლში დაბრუნებულს შემიძლია მოვყვე როგორი შოლტივით გოგონა მომეწონა და არწივივით მხრებგაშლილი ვაჟი სასიძოდ, ჩემი შვილები კი იცინიან, იცინიან და დამცინიან... დედა, მერე სადაც ნახე ესენი, ნეტა ახლაც იქ იდგებიან რომ წავიდე და გავიცნოო...
არ ვიცი, ამ ჩემს ცელქებს რა აცინებთ, მაგრამ ლამაზი, ჯანმრთელი ქართველების ხილვა ხომ ყველა დედას უხარია.
უცნაური რამ ყოფილა დედობა, ყველა შვილი გიყვარს და რომ ჩაუვლი, რატომღაც გულში სულ ლოცავ მათ, ღმერთმა გვიმრავლოს და ბედნიერი ამყოფოს ჩვენი კუდრაჭა ახალგაზრდები“, - წერს ბელა ალანია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.