6 ყველაზე საშიში ხიდი თბილისში

Image

დედაქალაქში 40-მდე ხიდია,10 შემოწმებული ხიდიდან მხოლოდ ოთხი აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში,  ყველას შემოწმება კი ვერ ხერხდება.

 

ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კონსტრუქციების ნახაზები 90-იან წლებში დაიკარგა. 

 

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გივი დათუკიშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო ცნობილი, რომ სამი ხიდის რემონტი აუცილებელი იყო.

 

კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მერიამ სამი ხიდის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა, თუმცა, ამ უწყებაში მიმდინარე მოვლენების გამო ხიდების რეკონსტრუქცია ჯერ არ დაწყებულა.

 

ბარათაშვილის ხიდი

 

50 წლის წინ ექსპერიმენტული კონსტრუქციებით აშენებული ხიდის რეკონსტრუქცია ამ ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა.

 

გივი დათუკიშვილი: ბარათაშვილის ხიდი თბილისის დაარსების 1500 წლისთავზე აშენდა. თუ სწორად მახსოვს, 1964 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ასფალტისა და მოაჯირების გამოცვლას, ბარათაშვილის ხიდს რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია.

 

მსოფლიოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რკინაბეტონის ხიდები 40-50 წელი ძლებს რემონტის გარეშე, ლითონის ხიდები - 70 წლამდე. ამ ხიდმა 50 წელი პირნათლად მოიხადა თავისი ვალი და ახლა დროა, შეკეთდეს.

 

ვახუშტის ხიდი

 

ვახუშტის ხიდი 1978 წელს აშენდა. ხიდის მარცხენა ნაპირზე სანაპირო ბურჯის საკარადე კედელი გადამტვრეული და წანაცვლებულია.

 

გივი დათუკიშვილი: - რომ ვთქვა, ეს ხიდი დღეს ან ხვალ წაიქცევა-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ  რემონტი საჭიროა. სავარაუდოდ, ასეთი რაღაც მოხდა: ამ ხიდის მარჯვენა ნაპირზე, დაღმართში, გადის საბურთალოს წყალმომარაგების დიდი მილი, რომელიც 80-იან წლებში გასკდა.

 

ამან გამოიწვია გრუნტის გაწყლოვანება და მეწყერივით დაიწყო მიწამ მოძრაობა. სავარაუდოდ, ეს გრუნტი მიაწვა ხიდის მალის ნაშენს, რომელმაც ბურჯი გადატეხა.

 

დიღმურას ხიდი

 

პოლიციის სამმართველოსთან, მაგისტრალზე, ხიდი 1957 წელს აშენდა და ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ბეტონის კოჭები დაშლილია, ზოგ ადგილას კონსტრუქციას მხოლოდ არმატურა იჭერს.

 

გივი დათუკიშვილი: - თავიდან ეს ხიდი მცირე დატვირთვებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდად იქცა. მისი კოჭების დიაფრაგმები დაკავშირებულია ერთმანეთთან და ნაკერებს ფოლადის ზოლები აქვს დადუღებული.

 

ჟანგისაგან ეს ფოლადი შეჭმულია, ბეტონიც ბევრ ადგილას არის დაზიანებული და დაშლილი. კოჭების გამოცვლა აუცილებელია, ამასთან, ერთი ბურჯიც გაბზარულია.

 

ზაჰესის  ხიდები

 

1953 წელს აშენებული ცენტრალური ხიდი, რომელიც დიღომს ზაჰესთან აკავშირებს, დაძველდა და გამოცვლა სჭირდება. ასეთივე მდგომარეობაშია მეორე ხიდიც, რომელიც რკინიგზაზე გადადის.  

გივი დათუკიშვილი: - ეს ხიდი მსუბუქ ავტომობილებზე იყო გათვლილი. ხიდის მდგრადობის გამოცდისას მასზე უნდა შეგვეყენებინა ოთხი დატვირთული თვითმცლელი, რომელთაგან თითოეული 40 ტონას იწონიდა. როდესაც ხიდზე მესამე თვითმცლელი შევაყენეთ, ხიდის კონსტრუქციამ ჭრაჭუნი დაიწყო და მეოთხე აღარ შევაყენეთ. ხიდი ვიწროა და დღევანდელ პარამეტრებს ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ იგი უნდა გამოიცვალოს.

 

ერთბაშად რომ გაიაროს 40-ტონიანმა ოთხმა ავტომობილმა, შესაძლოა, ჩატყდეს, ან ჩაიღუნოს. ამ ხიდზე ხშირად დადიან მძიმეწონიანი ავტომობილები, ამიტომაც  დავაკიდვინეთ პატრულს წონის შემზღუდავი ნიშანი...

 

მეტრო „სარაჯიშვილთან“ მდებარე ორივე ხიდი კარგ მდგომარეობაშია. დამაკმაყოფილებელია ე.წ. „დამპალოს“ დასახლებაში და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდების მდგომარეობაც. მყარ ნაგებობებს მხოლოდ მცირე სარემონტო სამუშაოები სჭირდება.

 

ალექსეევკის ხიდი

 

კახეთის გზატკეცილიდან ალექსეევკის დასახლებაში მიმავალი მოკლე გზა სწორედ ამ ხიდზე გადის და მას სასწრაფოდ სჭირდება რემონტი.

 

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ამ ხიდების სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2015 წლის დასაწყისისთვის დასრულდება. 

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !