-
2014-10-06 21:04
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორგანიზაცია „მოქალაქის“ ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ რატომ აღარ ახორციელებს „მოქალაქე“ მედიის წარმომადგენლების გადამზადების პროექტს, რომელიც დაანონსებული იყო.
„ჩვენ გამოვაცხადეთ განაცხადების მიღება, მაგრამ როგორც ვიცი, აქტიურობა არ ყოფილა ჟურნალისტების მხრიდან. ძალიან ცოტა ნაწილმა მოისურვა მონაწილეობა. ეს იყო პირველი პროექტი და საკმაოდ ფართოდ გაშუქდა.
როგორც ვიცი, გრძელდება ანალიტიკოსების მომზადების პროცესი, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ გამოვლენილა. დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რამეთუ სურვილი არ ჩანდა ჟურნალისტების მხრიდან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.