
მომღერალმა მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობის მიზეზები სოციალურ ქსელში განმარტა.
„მოსკოვის ცენტრში ქართულმა დიასპორამ გამართა თბილისობის დღესასწაული, სადაც წარმოდგენილი იყო ყოველივე ის, რითაც ვამაყობთ ქართველები:
ქართული სამზარეულო, ღვინო და რაც ყველაზე უპირატესია ქართული ფოლკლორი - ჩვენი ცეკვა და სიმღერა! იქ იმყოფებოდა მრავალი ქართველი და ფრიალებდა ქართული დროშები!
ჩვენ მოსკოვში ჩასული მომღერლები ბედნიერები ვართ იმით, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი სიმღერით სიამოვნება მიგვენიჭებინა სამშობლოს მონატრებულ ქართველებისთვის!!!“- წერს ნინი ბადურაშვილი.