
ქუთაისის საოლქო პროკურატურა მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის, ლაშა ჯიხვაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
მთავარი პროკურატურის ონფორმაციით, შესაბამისი შუამდგომლობით საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გუშინ, დაახლოებით 19.00 საათზე მიმართა. ს
ასამართლო პროცესი 24 საათის განმავლობაში გაიმართება. ჯიხვაშვილს ბრალი 108-ე მუხლით, ანუ განზრახ მკვლელობისა და 333-ე მუხლით რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ბრალი აქვს წარდგენილი.
3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა.