დავით ზურაბიშვილი: "ახალაია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით მსოფლიო რეკორდებს ხსნის"

Image
საკრებულოს წევრი "რესპუბლიკური პარტიიდან" დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გაკვირვებულია ხელისუფლების ზოგიერთი "სოლიდური წარმომადგენლის" კომენტარებით ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "გამამართლებელი განაჩენებით მსოფლიოს რეკორდებს ხსნის" და უკვე წელიწადნახევარია, წინასწარ პატიმრობაშია.
 
ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა "კვირის" პრესკლუბში ისაუბრა.  
 
 
დღეს უკეთესი ვითარებაა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო, მაგრამ, მაშინ ევროსაბჭო ხშირად ასეთი კატეგორიული არ იყო, როგორიც დღეს არის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წელიწადნახევარი რომ წინასწარ პატიმრობაში გყავს, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას გეტყვიან.
 
ერთხელ არ გითხრეს, ორჯერ არ გითხრეს და ხომ უნდა იფიქრო ამაზეც. ახალაია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით მსოფლიო რეკორდებს ხსნის და გინესის რეკორდებშია შესატანი. ამდენი გამამართლებელი განაჩენი ერთ ადამიანზე არასდროს დამდგარა. ეს ჩვენი სირცხვილია”, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
 
 
მისი განცხადებით, ხელისუფლებას უნდა თუ არა, ევროსაბჭოს რეზოლუციას ყურადღება უნდა მიაქციოს:
 
 
„ისეთმა სოლიდურმა ხალხმა თქვა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციიის შესრულება არ არის სავალდებულო, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. იურიდიულად ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ამ ლოგიკით რუსეთსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციები აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე სავალდებულო არ არის და ფეხებზე მკიდიაო. ევროსაბჭოს წევრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს პოზიცია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !