
ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მანაც თავი მოიკლა. ტრაგედია დღეს მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მეორე შვილის თვითმკვლელობის შემდეგ დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და წამლები დალია. ის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ნინო გვასალია გასული წლის 17 ოქტომბერს სამართალდამცველებმა მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.
,,interpresnews.ge"