
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოქმედი მოადგილე გიორგი რობაქიძე თბილისის მერს დავით ნარმანიას "ფეისბუქის" მეშვეობით ღია წერილით მიმართავს. "აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს მის წერილს.
"ბატონო დავით, დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენი მოქმედი გამგებლის მოადგილე, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ მიიღეთ 10 წუთით სასაუბროდ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა.
დიდი მადლობა,იმისათვის, რომ საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით და შანტაჟით ცდილობს ,,გამაგდოს,,სამსახურიდან და თქვენ გთხოვეთ დახმარება- არ დამეხმარეთ.
დიდი მადლობა, რომ თქვენი გამგებელი ზურა ჩიკვილაძე ვერ ითმენს სარევიზიო კომისიის დასრულებამდე და მოითხოვს შუალედურ აქტს, რათა პოლიტიკური ნიშნით დროულად დამითხოვოს სამსახურიდან.
დიდი მადლობა იმისათვის, რომ ,,დაუმორჩილებელი,, გამგებლის მოადგილის დასასჯელად მობილიზებული გყავთ, როგორც ამბობენ, მთელი ძალოვანი სტრუქტურები.
დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩემს მიერ მოწერილი ღია წერილის შემდეგ ჩემს მეგობრებში და აგრეთვე ნაციონალური მიძრაობის ზოგიერთ წევრებში აღმომაჩენინეთ ჭკუასუსტი და ბრიყვი ადამიანები, რომლებსაც კაცებისა და არაკაცების გარჩევა არ შეუძლიათ.
დიდი მადლობა იმისათვის, რომ უღალატო, ვაჟკაც კაცებს დევნით და ანთავისუფლებთ სამსახურიდან, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილი აკეთებდა( და არა ურავლესობა).
დიდი მადლობა იმისათვის, რომ (25 ნოემბერს ოჯახით მივემგზავრები სამკურნალოდ საზღვარგარეთ 3 თვით და დავწერე განცხადება სამსახურიდან განთავისუფლებაზე) ვერ ითმენთ 2 თვე ჩემს სამსახურში დარჩენას, რაც ფსიქოლოგიურად და მატერიალურად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
დიდი მადლობა, რომ არ დამიფასეთ რაიონის მაჟორიტარებზე არა პირდაპირი, არამედ ირიბი დახმარება.ჩემი დახმარება გამოიხატა იმაში, რომ ჩემს ფუნქციებს გამგეობაში( ყოველთვის, ყველა გამგებელთან ერთად) ვასრულებდი არა პოლიტიკური, არამედ რაიონის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე
დიდი ბოდიში იმისათვის, რომ არ შემიძლია ღალატი (რასაც ხშირად მთხოვენ,სიკეთეების სანაცვლოდ) და პოლოტიკური ნიშნით ხალხის გარჩევა. არ შემიძლია, როდესაც ერთ ლოყაში გამარტყავენ, მეორეს მიშვერა.
დიდი ბოდიში რომ ვერ გამოვალ თქვენს ატასტაციაზე, რადგან მე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობით კრიმინალისტი, რომელიც 8 წელი ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ვერ გავივლი ატესტაციას ,,ოროსან,, კომისიის წევრებთან.
გთხოვთ, დაიცვათ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სხვა თანამშრომლები ,,პოლოტიკური ატესტაციისაგან,, რათა არ მოხდეს ,,ოროსნების,, მიერ და ,,ოროსნებისათვის,, ადგილების განთავისუფლებისათვის ,,ხუთოსნების,, არაკომპეტენტურობის გამო განთავისუფლება...
გთხოვთ, დაავალოთ ზურა ჩიკვილაძეს დააკმაყოფილოს ჩემი განცხადება 25 ნოემბრიდან სამსახურიდან განთავისუფლებაზე.
გთხოვთ, მიშუამდგომლოთ საკრებულოს სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელთან ნუგზარ მალაღურაძესთან არ ,,დააწერინოს,, აქტი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ჩემზე დაბრალებით და პოლიტიკური სადამსჯელო ღონისძიებების შესაბამისად.
გთხობთ მომიტევოთ ასეთი ფორმით, რომ მეორედ გწერთ ღია წერილს( წერილი ცხოვრებაში ორჯერ დავწერე და ორივე თქვენ მოგწერეთ) მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ მოვიფიქრე ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში.
მინდა ვთქვა ჩიკვილაძის, მალაღურაძის და სხვათა გასაგონად- ,,გადამეხადოს,, მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ვერ მოვახერხებ, ამიტომ ყველას ათასი მადლობა ჩუღურეთის გამგეობაში 10 წლიანი, შეძლებისდაგვარად პატიოსანი მუშაობის დაფასებისათვის.
პირადად თქვენდამი დიდი პატივისცემით და ბოდიშის მოხდით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი რობაქიძე".