-
2014-10-03 22:29
ქუთაისი რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში ხმაური პოლიციელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდის მიყვანამ გამოიწვია.
ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავები დევნის ოპერაციას ახორციელებდნენ და გასროლაც სწორედ ამ დროს მოხდა. დაჭრილი მირზა ბ. ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ დაჭრილის ნათესავებმა საავადმყოფოში შეჭრა სცადეს.
შსს ცნობით, ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.