სომხეთი ევრაზიულ კავშირში წევრიანდება

Image

სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

 

news.am-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვაკ აბრამიანმა სამი დღე მისცა ყველა უწყებას დოკუმენტის საბოლოო შეთანხმებისა და სომხური ვერსიის ორიგინალთან შედარებისთვის.

შედეგად, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" წევრ ქვეყნებს შორის ტარიფები და სხვა საბაჟო გადასახადები შემდეგნაირად გადანაწილდება - სომხეთს ერგება ხარჯების 1,13%, ბელორუსს - 4,65%, ყაზახეთს - 7,25%, რუსეთს - 86,97%.

 

საბაჟო ტარიფები თანდათან გაიზრდება შვიდი წლის განმავლობაში, საშუალოდ 2-3%-იანი პუნქტით, ცალკეულ შემთხვევებში 15%-მდე. 2022 წლისთვის კი სომხეთი "ევრაზიული კავშირის" საცალო ტარიფებზე სრულად გადავა.

საბაჟო ტარიფიდან გათავისუფლდა ხორცპროდუქტები, რძის ფხვნილი, სიმინდი და ბრინჯი, ზეთი, ასევე ბენზინი და სხვა სახის ნავთობპროდუქტები, მედიკამენტები, საავტომობილო ტექნიკა.

 

29 მაისს რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა ასტანაში ხელი მოაწერეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.

 

სომხური მედიის ცნობით, 10 ოქტომბერს მინსკში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთისა და ყირგიზეთის მიღების საკითხი გადაწყდება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !