ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესწორებათა სრული ტექსტი

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის შესწორებათა სრულ ტექსტს აქვეყნებს. 

 

შესწორებები

 

5. რეზოლუციის პროექტში, 10.5 პარაგრაფის შემდეგ, შევიდეს შემდეგი პარაგრაფი:

 

„გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო და სთხოვს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა არსებული სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა მისი წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს რომელიმე სხვა არასაპატიმრო პრევენციული ღონისძიებით.“

 

24. რეზოლუციის პროექტის მე-2 პარაგრაფში, მეორე წინადადების შემდეგ, შევიდეს შემდეგი წინადადება:

 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ათას მის აქტივისტს და მხარდამჭერს რეგულარუად დაკითხვაზე იბარებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ სხვადასხვა საგამოძიებო უწყებები (ზოგი 30-ჯერ). რამდენიმე წამყვან ოპოზიციონერზე, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, მოხდა ძალადობრივი თავდასხმა.“

 

25. რეზოლუციის პროექტის მე-2 პარაგრაფში, მეორე წინადადების შემდეგ, შევიდეს შემდეგი წინადადება:

 

„უნდა აღინიშნოს, რომ 2 წლის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი დაპატიმრებულია, წაყენებული აქვს ბრალდებები, ან გამოძიების ქვეშ იმყოფება: ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, და თბილისის ყოფილი მერი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი გიგი უგულავა, ციხეში არიან (წინასწარ პატიმრობაში). ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასევე წაუყენეს ბრალდებები და მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, ისევე როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.“

 

4. რეზოლუციის პროექტში, 10.2 პარაგრაფის შემდეგ, შევიდეს შემდეგი პარაგრაფი:

 

„აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს, და, მართალია ხაზს უსვამს იმას რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სამართლებრივი ქმედებები, მათ შორის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა, მის წინააღმდეგ არ იყოს პოლიტიკური მოტივების ზეგავლენის ქვეშ.“

 

27. რეზოლუციის პროექტში, 5.4 პარაგრაფის შემდეგ, შევიდეს შემდეგი პარაგრაფი:

 

„გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერების და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საკუთრების დაყადაღების ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით, ისეთ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ შეიცავს ბრალდებებს უკანონო ქონებასთან დაკავშირებით;“

 

31. რეზოლუციის პროექტის 5.4 პარაგრაფში, მეორე წინადადების ბოლოს, შევიდეს შემდეგი სიტყვები: „და ის

 

არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის“.

 

რეზოლუციის ორიგინალის პუნქტები:

 

4.2 მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაემყარება ფართო კონსენსუსს და გააძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ხასიათს. ამ თვალსაზრისით ასამბლეა მოუწიდებს ყველა მხარეს განიხილოს პროპორციულ-რეგიონული საარჩევნო სისტემა, ღია სიების საფუძველზე, რომელზეც სავარაუდოდ თანხმდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმეტესობა;

 

5.2 მოუწოდებს პარლამენტს განიხილოს მოსამართლეთა უვადოდ დასანიშნად სამწლიანი საპრობაციო პერიოდის მნიშვნელოვნად შემცირება, რათა მოიტვანოს ის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან;

 

5.4 (შესწორებით). მართალია მიესალმება ბოლო დროს მისი გამოყენების შემცირებას, გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში წინასწარი პატიმრობის კვლავაც არსებულ ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, როდესაც არის ბრალდებული პირის გაქცევის, მის მიერ სამართლებრივ პროცესზე ზეგავლენის ცხადი რისკი, ან იმის სერიოზული რისკი, რომ ეს პიროვნება ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, და ის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს გასაგები ინსტრუქციები პროკურატურასა და სასამართლოებისთვის, რათა უზრუნველყოს სრული თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლთან (ETS No. 5) და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციასთან Rec(2006)13 წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ პირობების შესახებ, რომლებშიც ის მიმდინარეობს და უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ.

 

11 (შესწორებით). ასამბლეა ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის მნიშვნელოვას. პრაქტიკა, რომელზეც მიდის საუბარი, როდესაც საჯარო მოხელეების სამსახურში აყვანა და გათავისუფლება ხდება მათი პარტიული კუთვნილების საფუძველზე, როგორც წინა ისევე ამჟამინდელი მთავრობების დროს, ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და უნდა შეჩერდეს.

 

ამავე დროს, ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების გამო საარჩევნო კამპანიის დროს, და არსებულ ბრალდებეთან დაკავშრებით, რომელიც ეხება ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლას და მათ დაშნებას რათა მათ მოხსნან მათი კანდიდატურები, რამაც შექმნა დაძაბული და სადავო საარჩევნო გარემო. ის მოუწოდებს ხელისუფლებას სრულად და გამჭრვალედ გამოიძიოს ცნობები კანდიდატებზე ზეწოლასა და მათი დაშინების შესახებ, და, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, განახორციელოს დამრღვევთა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.”

 

რეზოლუციის ორიგინალი ინგლისურ ენაზე

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !