დავითაია: არანაირი უთანხმოება არ ყოფილა, ჩამისაფრდნენ...

Image

პეკინის ქუჩაზე გუშინ ნაცემი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ მასა და "თავისუფალი ზონის" წევრებს შორის არანაირი უთანხმოება არ მომხდარა და თავდამსხმელები ჩაუსაფრდნენ.

 

„არაფერი უთანხმოება არ ყოფილა. ეს იყო ჩასაფრება ჩემს ოფისთან, რედაქციასთან, სადაც ჩვეულებრივად მივდიოდი სამშაბათის თათბირზე. სამშაბათობით ღამე ტარდება თათბირები რედაქციაში. მათ ეს იცოდნენ და მელოდებოდნენ,“ -  ამბობს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია "რუსთავი2"-თან ინტერვიუში. 

 

დავითაია მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მას რამდენიმე მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანება აქვს. ჟურნალისტი მომხდარის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და „თავისუფალი ზონის“ აგრესია მის პუბლიკაციებს უკავშირდებოდა.

 

დავითაიას ცემის ფაქტზე შსს-მ „თავისუფალი ზონის“ ორი წევრი დააკავა. დავით გოგოხია და ფარნაოზ ჭკადუა პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

 

ისინი უკვე მოინახულა ადვოკატმა, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავებულებს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გია ონიანი მოითხოვს, რომ დაკავებულებს ექსპერტიზა ჩაუტარდეთ და მის საფუძველზე პროკურატურას დამნაშავე სამართალდამცველების დასჯას მოსთხოვს.

 

დღესვე „ასავალ-დასავალის“ სხვა ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ კოლეგაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობებენ.

 

"რუსთავი-2"-ის მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !