"დათო გოგოხია პოლიციაში სასტიკად ნაცემია!!!" - გოგა ხაჩიძე

Image

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "თავისუფალი ზონის" წევრი, პოლიციის მიერ გუშინდელი ინციდენტის დროს დაკავებული დათო გოგოხია სასტიკადაა ნაცემი, პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა "ფეისბუქში" დაწერა და პასუხისმგებლობა პირადად პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს დააკისრა. მან ირაკლი ღარიბაშვილის "კაცის - კაცის კაცად" მოიხსენია:

 

„ღარიბაშვილო!

 

რამდენ საერთაშორისო ფორუმზეც არ უნდა გამოხვიდე, რამდენ პრეზიდენტს და ცნობილ ადამიანსაც არ უნდა ჩამოართვა ხელი, რამდენი ფულიან პატრონიც არ უნდა გყავდეს, რა ასაკშიც არ უნდა იყო და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, ერთი დილაც კი არ გაგითენდება კომპლექსების გარეშე, შე კაცის - კაცის - კაცო!

 

პოლიციაში დათო გოგოხიას სასტიკი ცემა პირადად შენს კისერზეა! შენ აგებ პასუხს!“, - წერს ხაჩიძე."

 

შსს არ გამოხმაურებია ინფორმაციას დავით გოგოხიას ცემის შესახებ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გოგოხია გუშინ დააკავეს, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდა.

 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. აღნიშნული პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

ფოტოზე: ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !