
დოკუმენტში საუბარია საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის ზრდაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
ევროსაბჭო შეშფოთებას გამოთქვამს იმ გადაწყვეტილებაზეც, რომლის თანახმადაც ბაჩო ახალაია საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას 9 თვეზე მეტი გააჩერეს ციხეში, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
„ალიასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ორივე ლიდერი გარეშე პირების ჩარევის გარეშეც მოაგვარებენ კონფლიქტს.
„ჩვენი ქვეყნის ორივე ახალგაზრდა ლიდერი საკმაოდ ზრდილობიანი ადამიანი გახლავთ, მათ, განსხვავებით მათი მხარდამჭერებისგან, არაფერი უკადრებიათ ერთმანეთისთვის, ყოველთვის თავშეკავებულნი იყვნენ, როცა ერთამენთზე საუბრობდნენ.
ამიტომ დავაცადოთ ამ ადამიანებს, პირადი კომუნიკაციების გზით უფრო მალე აღმოიფხვრება ეს კონფლიქტი, ვიდრე იმ ხალხის დახმარებით, რომლებიც პრეზიდენტის მიმართ უკმეხი განცხადებების გაკეთებით ცდილობენ, დაიმსახურონ ურყევი „მეოცნების“ სტატუსი აწ და მარადის.
კულისებს მიღმა რა ხდება, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ის რეალობა, რომელსაც ტელევიზიითა და გაზეთებით ვაკვირდებით.
ამდენად საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დედაქალაქის მერისა და სხვა წარჩინებულ "მეოცნებეთა" საქმიანობისთვის რეალურად იყოს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას.
დაე, ყველა მაღალი თანამდებობის პირმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ აგოს პასუხი ამ გადაწყვეტილებაზე“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
„ალია“