აფეთქება გამსახურდიას ქუჩაზე დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქების შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი, დაზარალდა კიდევ ხუთი მეზობელი ოჯახი.



