-
2014-10-01 01:48
თქვენ მატროსოვზე მოხვდებით კარანტინის გავლით,– ასე მიმართა ირმა ინაშვილმა დავით საყვარელიძესა და ზურაბ ჯაფარიძეს გადაცემა ,,არჩევნაში“ საუბრისას.
,,დამნაშავეა და საყვარელიძეს ჩვენებაც აქვს მიცემული, თუ რა საქმიანობას ეწეოდა, როდესაც ღამით ციხეში შედიოდა. თქვენ არ გაქვთ ხმის ამოღების უფლება, ჩუმად იყავით. თქვენ ყველანი მოხვდებით მატროსოვის ციხეში, მაგრამ კარანტინის გავლით.
თუ რამის თქმა გსურთ ჩემზე, ახლა მითხარით, ვიდრე ეთერში ვარ. მერე იმას გიბარებთ, რომ მატროსოვზე მოხვდებით კარანტინის გავლით”,- განაცხადა ინაშვილმა.