მოსკოვში მყოფი ემიგრანტი, ყოფილი პოლიტპატიმრის გიორგი გაბედავას მამა ზაზა გაბედავა თბილისში გაწვრთნილი მეომრების რაზმის გამოგზავნას აანონსებს.
„გთხოვთ ყველამ გააზიარეთ!!!!!!
სააკიანის მკვლელი ზონდერები თავისუფალი ზონიდან სასტიკად გაუსწორდნენ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტ,ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას.
ლაჩრულად 12 კაცი თავს დაესხა ჟურნალისტს და ის სასტიკად ცემა,დავითაია მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია საავადმყოფოში.
ვაცხადებ, რომ მყავს 50 ათასამდე გაწრთვნილი მეომარი ლაოსიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან. ჩემი დავალებით ჩამოვლენ თბილისში მობილური რაზმი, ინსტრუქტორები და მოსწავლეები საომარი სკოლიდან "hors-club".
გავუსწორდებით ფიზიკურად ნაცმოძრაობისა და მისი ფილიალის „თავისუფალი ზონის“ ყველა ზონდერ მკვლელს! ჩვენ გავაკეთებ იმას, რასაც ვერ ან არ აკეთებს მთავრობა.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - წერს ზაზა გაბედავა „ფეისბუქში“.