სად უნდა იაროს პრეზიდენტმა და სად - პრემიერმინისტრმა

Image

სერგი კაპანაძის თქმით, უმჯობესია, პრეზიდენტმა და პრემიერმა წინასწარ განსაზღვროს, სად უნდა იაროს ვიზიტით პრემიერმა და სად პრეზიდენტმა:

 

 

,,სად უნდა იაროს პრეზიდენტმა და სად პრემიერ-მინისტრმა? ეს კითხვა ამ ბოლო დროს სერიოზულად ისმება. ჯერ გაერო და კლიმატის კონფერენცია იყო თემა, ახლა დავოსის ეკონომიკური ფორუმი. წელიწადში 20-30 მაღალი დონის ფორუმი იმართება და ამიტომ კარგი იქნება, თუ რამე პრინციპზე შეთანხმდებიან პრეზიდენტი და პრემიერი, რომ ეს, მართლაც ბავშვური გარჩევები საჯარო სივრცეში აღარ იყოს.

 

მაგალითად, შესაძლებელია გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება, რომლის მიხედვითაც გადაწყდება წინასწარ ვინ სად ივლის. მსოფლიოს მაღალი დონის ფორუმები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი ნიშნით, შინაარსიდან და ფორმატიდან გამომდინარე: - ხელშეკრულების/შეთანხმების ხელმოწერა - ქვეყნის წარმოდგენა-რეპრეზენტაცია - ეკონომიკური ფორუმები - უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფორუმები - არ-აღიარების პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი ფორუმები - ნატოს და ევროკავშირის ფორუმები - შინაარსობრივი მოლაპარაკებები (სხვა კრიტერიუმებიც შეიძლება, მაგრამ სწორედ ამ ტიპისაა ყველაზე ხშირად გამეორებადი მაღალი დონის შეხვედრები). მაგალითად, კარგი იქნებოდა, თუ შეთანხმებდებიან, რომ პრეზიდენტი დაესწრება ხოლმე: - წარმომადგენლობით შეხვედრებს (გაერო) - არაღიარებისთვის მნიშვნელოვან ფორუმებს (წყნარი ოკეანის, აფრიკის და ა.შ. ფორუმები) - თავდაცვის და უსაფრთხოების ფორუმებს/კონფერენციებს (მიუნხენი, ბრატისლავა, რიგა, ა.შ.), მათ შორის, ნატოს ღონისძიებებს ხოლო პრემიერი დაესწრება: - ეკონომიკური ხასიათის ფორუმებს - ევროკავშირის ფორუმებს - შინაარსობრივ მოლაპარაკებებს. თუ სადმე ხელია მოსაწერი, კომპეტენციიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ (პრეზიდენტი - თავდაცვა/უსაფრთხოება, პრემიერი - დანარჩენი).

 

ორმხრივი ვიზიტები ორივემ უნდა განახორციელოს და აქ ერთმანეთის დაბლოკვა და ხელის შეშლა უბრალოდ სამარცხივნოა. და იქნებ მორჩნენ ამ ბავშვურ დაპირისპირებას. მართლა სასაცილოა გვერდიდან. თუ ამაზე ვერ შეთანხმდებიან, შეუძლიათ მარტივად გადაწყვიტონ - ან "coin flip", ან, ანბანით - ა-პ-ზე დაწყებული ფორუმები პრემიერს და ჟ-ჰ-ზე დაწყებული პრეზიდენტს. ისე, 33 ასოა და ეგეც არ იყოფა შუაზე, და მაგაზე იმედია არ იჩხუბებენ"-  წერს სერგი კაპანაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !