
ტვ "ტაბულის" გადაცემაში "მძიმე კაცთან", წამყვანის შეკითხვას, წავა თუ არა პოლიტიკაში, ამ მედიაგამოცემის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
"ისეთივე ტრივიალური პასუხი უნდა გაგცე, როგორიც "ფორბსის" ჟურნალისტს გავეცი – არ გამოვრიცხავ. რეალურად პოლიტიკაში ვართ, შენც და მეც, რადგან პოლიტკურად აქტიურები ვართ ჩვენ ჩვენს სფეროში. უშუალოდ პოლიტიკოსი გავხდები თუ არა, არ ვიცი რა იქნება, არ გამოვრიცხავ.
2020 წლამდე მინდა, რომ "ტაბულა" იყოს ჩემი საქმე, 2020 წელს არ ვიცი რა იქნება. ზოგადად, მგონია, რომ თუ მოვინდომე, მოვიგებ არჩევნებს ნებისმიერ რეგიონში", – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.