
"ქრონიკა+" აგრძელებს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, სადაც სატელეფონო საუბრებია წარმოდგენილი. ამ ჩანაწერში ერთმანეთს ზაზა გაბედავა და ვლადიმირ ხომერიკი ესაუბრებიან.
ზაზა გაბედავა ინტერესდება, ვინ ელაპარაკა ლადო ბედუკაძეს მოსკოვიდან, ხოლო ვლადიმირ ხომერიკი ამბობს, რომ ლადო ბედუკაძე არავის სჭირდება და იგი "გადააგდეს", შემდეგ კი კითხულობს: "ვისაც მოაგებინა, მიაგდეს, უკვე აღარ სჭირდება და ეგ მთავრობა გამოგვადგება ჩვენ?".