გერმანელებმა ქართველ ტურისტებს ისეთივე დისკომფორტი მოუწყვეს, როგორსაც ბოლო დროს საქართველოში უცხოელებს უწყობენ

Image

ნიკა რურუა გერმანიაში მესაზღვრეების მიერ ქართველი ტურისტების დისკომფორტული პროცედურის მოწყობაზე წერს, რომლის თვითმხილველიც თავად გახდა. ნიკა რურუა ასევე აღნიშნავს, რომ გერმანელთა ასეთი ქმედების მიზეზიც გაარკვია.

"დღეს ევროკავშირის საზღვარზე საქართველოდან ჩასულ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან თვალშისაცემი დისკომფორტი მოუწყვყვეს გერმანელმა მესაზღვრეებმა, რომელსაც პირადად შევესწარი. კერძოდ, აბსოლუტურად ყველა მგზავრს მოთხოვეს სახარჯი ფულის ჩვენება, მოთხოვეს უკანა გზის ბილეთი და გერმანიაში შესვლის კონკრეტული მიზეზი.

 

ეს ყველაფერი ხდებოდა ხაზგასმულად დროის გაწელვით და აშკარა დავალებით. როცა ერთ ნაცნობს უცხოელს ვთხოვე ამის მიზეზი გაეგო, პასუხად ასეთი რამ მოვისმინე: როგორც თქვენები ექცევიან ჩვენებს საქართველოში, აწი ისე მოვექცევით თქვენებს ჩვენც აქო.

 

ესეც პირველი ნაყოფი ჩვენი ახალი და "ბრძნული" საემიგრაციო პოლიტიკისა. ბრავო საქართველოს მთავრობას, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტით სულ ახლახანს ამაყობდა", - წერს ნიკა რურუა "ფეისბუქში". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !