
მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს იზიდავს ორი რამ: სილამაზე და სიმახინჯე. ამიტომაც, ტურისტები ჩერნობილშიც დადიან, რათა დაათვალიერონ მიტოვებული ატრაქციონები, სკოლების საბავშვო ბაღების შენობები, ბავშვთა სათამაშო მოედნები.
ისინი იღებენ ფოტოებს და შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, თანაც, ტრაბახობენ, რომ "ქალაქი-მოჩვენება" მოინახულეს, რომელიც 28 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ აღგავა პირისაგან მიწისა.